პოლიტიკა
ირაკლი ალასანია თელავში იმყოფება
"თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია კახეთში შეხვედრებს დილიდან მართავს. ირაკლი ალასანია თელავში ადგილობრივებს შეხვდა და  არსებული პრობლემები პირადად მათგან მოისმინა.

შეხვედრისას თელაველებმა ერთ-ერთ ძირითად საკითხად რეგიონში ბუნებრივ აირისა და  ელექტროენერგიის გაძვირება დაასახელეს.

ადგილობრივები "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს მიწის გადაფორმებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებაც ესაუბრნენ.

ალასანიას განცხადებით, მიწის რეგისტრაციის შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონის გამოთხოვა და მისი დახვეწა უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, ხელისფლება აღნიშნული პრობლემების მოგვარებას აჭიანურებს, რაც საკითხის სამართლიანად გადაწყვეტას უშლის ხელს.


| Print |
FaceBook Twitter Google