პოლიტიკა
გიორგი ღვინიაშვილის ქონება და შემოსავლები
speqtri.ge გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის ქონებრივ დეკლარაციას წარმოგიდგენთ, რომელიც 2015 წლის 19 მაისსაა შევსებული. მის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში 150 კვ.მ ფართობით, ასევე ბინა თბილისში, საირმის ქუჩაზე,- 120 კვ.მ ფართობით, მიწის ნაკვეთი (ეზო) სოფელ ჩალაუბანში, ფართობი - 950 კვ.მ.

მისი მეუღლე ანა ნუცუბიძე სოფელ ჩალაუბანში 7500 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს.
დეკლარაციის შევსებისას, დეპუტატს 2007 წელს გამოშვებული, მსუბუქი ავტომანქანა Mersedes-Benz E3000 ჰყავდა.
მას მიმდინარე 50 ლარი კრედიტი ჰქონდა „ლიბერთი ბანკში, ხოლო „საქართველოს ბანკში“' (საკრედიტო - ამექსი) 10000 ლარი ერიცხებოდა.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია დეპუტატის დედის, ნუნუ ღვინიაშვილის ქონება, ნაღდი ფულის სახით 10000 დოლარი, ხოლო მეუღლის ანა ნუცუბიძეს იმ დროსთვის გააჩნდა 15000 დოლარი.
დეკლარაციის მიხედვით, 2013 წელს დეპუტატმა წყალტუბოში საცხოვრებელი ფართი იქირავა, რისთვისაც 10000 ლარი გადაიხადა. 2012 წელს 106 000 -ლარიანი სესხი აიღო „ლიბერთი ბანკში“, რის დასაფარადაც დეკლარაციის შევსების მომენტში 27 900 ლარი ჰქონდა გადახდილი. გიორგი ღვინიაშვილმა 2012 წელს ამექსის 10000 ლარიანი საკრედიტო ბარათი აიღო, რისთვისაც „საქართველოს ბანკს“ 6500 ლარი გადაუხადა.
გურჯაანის მაჟორიტარმა 2014 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შრომის ანაზღაურებისთვის 56 865 ლარი მიიღო.

| Print |
FaceBook Twitter Google