პოლიტიკა
"ნაციონალების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი სანდრა რულოვსი იქნება?
ტელეკომპანია პირველი "ნაციონალური მოძრაობის" სიის სავარაუდო ექვსეულს ასახელებს. მათი ინფორმაციით, სანდრა რულოვსი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის ლიდერი იქნება.

ტელეკომპანიის ცნობით, სიაში იქნებიან ასევე  ადვოკატი ოთო კახიძე, სამართალმცოდნე ზაზა ბიბილაშვილი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და პარტიიის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი.

სავარაუდოდ სიაში მოხვდება ეროვნული ბანკის უკვე ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.



| Print |
FaceBook Twitter Google