პოლიტიკა
დატოვებს თუ არა თანამდებობას ირაკლი შიოლაშვილი
გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთა- მთიანეთის და შიდა ქართლის გუბერნატორების შემდეგ, თანამდებობას კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილიც ტოვებს. ინფორმაციას არ ადასტურებს პრესსამსახური მადონა ბატიაშვილი.

-"ამ დროისათვის გუბერნატორი თავის სამუშაო ოთახშია. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ამ თემაზე პრემიერთან არანაირი კონსულტაცია არ ჰქონია. თუ სიახლე იქნება, ყველა ერთად გავიგებთ“- განუცხადა მან speqtri.ge-ს.

აქვე განვმარტავთ, რომ შიოლაშვილი ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის კადრად მოიაზრება. ღარიბაშვილის პოსტიდან გადადგომის შემდეგ შიოლაშვილის გათავისუფლებაზე აქტიურად საუბრობენ.

| Print |
FaceBook Twitter Google