პოლიტიკა
გურჯაანის მაჟორიტარად კვლავ გიორგი ღვინიაშვილს წარადგენენ?
speqtri.ge-ს ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" კვლავ გიორგი ღვინიაშვილი იბრძოლებს.

- "საუბარი არის ამაზე, მაგრამ მოდი ნუ დავასწრებთ მოვლენებს, ყველაფერს თავის დროზე ვიტყვით."- განუცხადა speqtri.ge-ს გიორგი ღვინიაშვილმა.

ჩვენივე ინფორმაციით, მას პარტია ოფიციალურად მაისის თვეში წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ  გიორგი ღვინიაშვილი  2004 - 2008 წლებში თბილისის პროკურორი იყო, 2008 - 2012 წლებში კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს იკავებდა, 2012 წელს კი გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს.


| Print |
FaceBook Twitter Google