პოლიტიკა
"ქართული ოცნება" 15%, "ნაციონალური მოძრაობა" 13%- NDI-ის კვლევა
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩვენები ტარდებოდეს კოალიცია “ქართულ ოცნებას მხარს 15% დაუჭერდა, “ნაციონალურ მოძრაობას” კი 13%.
კვლევის მიხედვით,  “თავისუფალ დემოკრატებს 6% ერგოთ, "ლეიბორისტულ პარტიას" 4%; "პატრიოტთა ალიანსს" 3%; და სხვა პარტიებს 3%.


გამოკითხვის მიხედვით, 61%-ს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას არჩევნებზე, ხოლო 31%-ს გადაწყვეტილი აქვს ვის უნდა დაუჭიროს მხარი.

საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 - მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა. კვლევის პრეზენტაცია ორგანიზაციამ დღეს, 13 აპრილს გამართა.




| Print |
FaceBook Twitter Google