პოლიტიკა
"ასკანელი ძმების" დამფუძნებელი გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატად
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, „ქართული ოცნება" გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად შპს "ასკანელი ძმების" ერთ-ერთ დამფუძნებელს ზურაბ ჩხაიძეს დაასახელებს.
ინფორმაცია  პარტიის რამდენიმე წევრმაც დაგვიდასტურა, თუმცა ვინაობის გამხელისაგან თავი შეიკავეს. მათივე ცნობით, პარტია ზურაბ ჩხაიძეს ოფიციალურად უახლოეს მომავალში წარადგენს.

ზურაბ ჩხაიძე 1998 წელს დაფუძნებული შპს "ასკანელი ძმები"-ს 25%-იანი წილის მფლობელია. ამ კომპანიის წილები ასევე ეკუთვნით მის ძმებს ჯიმშერ (25%) და გოჩა ჩხაიძეებს (50%).




| Print |
FaceBook Twitter Google