პოლიტიკა
სიმონ ქოჩორაშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატია
„თავისუფალი დემოკრატები“ გურჯაანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სიმონ ქოჩორაშვილს დაასახელებენ.

პარტიის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით ჭუნიაშვილის თქმით, ოფიციალურად მას რეგიონულ კონფერენციაზე წარადგენენ. „დიდი ალბათობით ეს  გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ შეიცვლება“- განუცხადა მან speqtri.ge-ს.

სიმონ ქოჩორაშვილი ამჟამად სოფელ კარდენახის დეპუტატია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

| Print |
FaceBook Twitter Google