პოლიტიკა
1.370.745 ლარი "ქართულ ოცნებას"
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის მაისის თვის შედეგები გამოაქვეყნა.
ირკვევა, რომ გასულ თვეში, მთლიანობაში პოლიტიკურ პარტიებს 1,957,899.07 ლარი შესწირეს. ყველაზე მეტი - 1,370,745 ლარი
"ქართულ ოცნებას" ერგო. დანარჩენი თანხები კი ასე გადანაწილდა:

1. "პლატფორმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისთვის"- 266 407,72 ლარი;
2."საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"- 113 064,50 ლარი;
3. „პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრი“ - 81 295,53 ლარი;
4. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 54 049,32 ლარი;
5. „თავისუფალი დემოკრატები“ - 28 000;
6. „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის“ - 26 732 ლარი;
7. „ჩვენი სამშობლო“ - 11 000 ლარი;
8. „საქართველოს მშვიდობისათვის“ - 2 360 ლარი;
9. პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ - 2 065;
10. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ - 1 060 ლარი;
11. პოლიტიკური გაერთიანება „მემარცხენე ალიანსი“ - 1 000 ლარი;
12. „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ – 120 ლარი;


| Print |
FaceBook Twitter Google