პოლიტიკა
გიორგი ღვინიაშვილს ხვალ მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გურჯაანის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მოქმედი მაჟორიტარი გიორგი ღვინიაშვილი იქნება.
როგორც speqtri.ge-ს პარტიაში განუცხადეს, მას  ხვალ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ოფიციალურად წარადგენენ.

გიორგი ღვინიაშვილი, რომ კვლავ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ აპრილის თვეში ვწერდით.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ღვინიაშვილი 2004 - 2008 წლებში თბილისის პროკურორი იყო, 2008 - 2012 წლებში კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს იკავებდა, 2012 წელს კი გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს.


| Print |
FaceBook Twitter Google