პოლიტიკა
ლარის ზედმეტი გამყარებაც, არ არის სახარბიელო - ბიძინა ივანიშვილი
ამ წუთებში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ხვდება.
შეხვედრა არატრადიციულ ფორმატში მიმდინარეობს და  ტელევიზიები არ აშუქებენ იმ არგუმენტით, რომ საზოგადოებას პირველად ინფორმაცია ბეჭდვურმა მედიამ და სააგენტოებმა შეატყობინოს.

ამ დროისთვის ივანიშვილმა უკვე რამდენიმე შეკითხვას უპასუხა, ერთ-ერთი მათგანი ლარის კურსს ეხებოდა.

- რას უკავშირებთ ლარის კურსის ცვალებადობას და იყო თუ არა ქადაგიძის ფაქტორი?

-საქართველო ლიდერია რეგიონში თავისი ეკონომიკით, მაგრამ ეროვნული ბანკი არ იქცეოდა შესაბამისად, შეიძლებოდა უფრო ეფექტური ქმედება. თუმცა ზოგადად მთელს რეგიონში იყო ცუდი სიტუაცია. მთლად ქადაგიძის წასვლას ვერ დავაბრალებთ ლარის გამყარებას,
ლარის ზედმეტი გამყარებაც, არ არის სახარბიელო ლარისთვის, რადგან ზედმეტ გადაყიდვას გამოიწვევს.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ  შეაფასებთ ვაშაძისა და პაატა ბურჭულაძის პარტიას? - კომენტარი არ გააკეთა, რადგან  მისი თქმით, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.
| Print |
FaceBook Twitter Google