პოლიტიკა
როდის დაუბრენებენ ბიზნესმენებს წართმეულ ქონებას?
დღევანდელ შეხვედრაზე ჟურნალისტების მხრიდან გაჟღერდა კითხვები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასა და ბიზნესმენებისთვის უკანონოდ  წართმეული ქონების დაბრუნებას ეხება.


-რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში დაბრუნება, უჭირს თქვენს გარეშე პარტიას?

-მე ვერ ჩავერევი პარტიულ პროცესებში, მაგრამ ჩემი, როგორც მოქალაქის ვალია, ვუგულშემატკივრო იმ პარტიას, ვინც ღირსეულია. დღეს ოცნება უალტერნატივო პარტიაა. ოთხ წელიწადში  არ შეიძლებოდა ამაზე მეტი გაკეთებულიყო, გაკეთდა მაქსიმალური. ამით სპეკულირება არის სახიფათო, რომ ხალხს გაუჭირდეს სწორი არჩევანის გაკეთება.

-  არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე განათლების მინისტრის შეცვლა რას შეცვლის და კიდევ ხომ არ იგეგმება სამთავრობო ცვლილებები?

- განათლების მინისტრი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით შეიცვალა. აქამდე პრიორიტეტი იყო ჯანდაცვა, ეხლა არის ახალი მიმართულება განათლების სისტემის გაუმჯობესება.

- ბიზნესმენებს როდის დაუბრუნდებათ უკანონოდ წართმეული ქონება?
- ვერავინ იტყვის, რომ არაფერი კეთდება ამ მიმართულებით, არის კითხვები და ლოგიკურია, თუმცა ათასობით საქმეებია და შეუძლებელია ასე მოკლე დროში სამართლიანობის აღდგენა.
| Print |
FaceBook Twitter Google