პოლიტიკა
ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე "ფორუმიდან" "ქართულ ოცნებაში" გადავიდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოდერძი ბარბაქაძემ  პარტია "ეროვნული ფორუმი" დატოვა. განცხადება ამის შესახებ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, ის "ქართულ ოცნებაში" გადავიდა.

-"მე ვრჩები იმ იდეის ერთგული, რითაც მოვედი. 2011 წლიდან ვარ იმ პარტიის წევრი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის წინაშე.  ჩემს თავს ოპოზიციაში ვერ ვხედავ. არ შემიძლია პოლიტიკური ცხოვრება "ფორმუში" გავაგრძელო."- განუცხადა speqtri.ge-ს გოდერძი ბარბაქაძემ.



| Print |
FaceBook Twitter Google