პოლიტიკა
"ნაციონალების" მაჟორიტარობის კანდიდატი საგარეჯოში ზურაბ ჭიაბერაშვილია
ამ წუთებში საგარეჯოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მაჟორიტარობის კანდიდატად ზურაბ ჭიაბერაშვილს წარადგენს.

შეხვედრას პარტიის წევრები რომან გოცირიძე, გიორგი ღვინიაშვილი და დავით ბაქრაძე ესწრებიან.

ზურაბ ჭიაბერაშვილს 2012 წელს ორი თვის განმავლობაში ეკავა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა. იმავე წლის ოქტომბერში კახეთის გუბერნატორად დაინიშნა.
| Print |
FaceBook Twitter Google