პოლიტიკა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" სიღნაღი-დედოფლისწყაროს დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სიღნაღი-დედოფლისწყაროს ოლქშიც წარადგინა.
აქ დეპუტატის მანდატისთვის ლევან ბეჟაშვილი იბრძოლებს. დეპუტატობის კადიდანტის წარდგენა სიღნაღის ცენტრში გაიმართა.

ლევან ბეჟაშვილი 1996-1997 წლებში  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში მუშაობდა, 1997 წლიდან 2003 წლამდე  საქართველოს პარლამენტის აპარატში, ხოლო 2003-2004 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

2004-2008 წლებში  ის  საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 2008 წლის თებერვლიდან ივლისამდე საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში, ხოლო 2008 წლის 15 ივლისიდან 2012 წლის აგვისტომდე  საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ პარტიამ დეპუტატობის კანდიდატი დღეს საგარეჯოშიც წარადგინა. აქ კენჭს ზურაბ ჭიაბერაშვილი იყრის.
| Print |
FaceBook Twitter Google