პოლიტიკა
120 000 ლარი "ქართულ ოცნებას" "კახური ტრადიციული მეღვინეობისგან"
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ივნისში ყველაზე მეტი შემოწირულობა - 1 028 420 ლარი "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ჩაერიცხა. აქედან, 120 000 ლარი პარტიას "კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ" შესწირა.
შემოწირულების მხირვ მეორე ადგილი უკავია პაატა ბურჭულაძის პარტიას "სახელმწიფო ხალხისთვის", რომელმაც ივნისში 741 942 ლარი მიიღო.

სხვა პარტიების მაჩვენებელი ასე გამოიყურება:
"პატრიოტთა ალიანსი" – 174 930 ლარი,
გიორგი ვაშაძის "წარმატებული საქართველო" – 111 442 ლარი,
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 81 200 ლარი,
"გირჩი" – 38 003, "ჩვენი სამშობლო" – 21 700 ლარი,
"საქართველოს მშვიდობისთვის" – 2 660 ლარი,
"საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" – 1 700 ლარი,
"რესპუბლიკური პარტია" – 680 ლარი,
"ლეიბორისტული პარტია" – 600 ლარი,
"მემარცხენე ალიანსი" – 500 ლარი,
"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" – 163 ლარი,
"კონსერვატიული პარტია" – 119 ლარი,
"თავისუფალი საქართველო" – 25 ლარი.

შეგახსენებთ, რომ "კახური ტრადიციული მეღვინეობის" დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე "ქართული ოცნებიდან" გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მოიაზრება.


| Print |
FaceBook Twitter Google