პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე გურჯაანელებს შეხვდა
მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გურჯაანში, პარტიის ოფისი გახსნა. პარტიის ლიდერი ადგილობრივ მოსახლეობას კულტურის ცენტრში შეხვდა, სადაც ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის სწრაფი განვითარების გეგმა გააცნო.
"დავიწყეთ შეხვედრები კახეთის რეგიონში. ბევრი ხალხი მოვიდა, დარბაზში ვერ დავატიეთ. ძალიან დიდი პრობლემებია, მაგრამ ყველაფერს ეშველება. ვთხოვ, რომ ოქტომბრამდე იმედი არ დაკარგონ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

დღეს ის პარტიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას თელავში, ვაჟა - ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში გამართავს.  შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.


| Print |
FaceBook Twitter Google