პოლიტიკა
ოთარ კვირიკაშვილი ახმეტის დეპუტატობის კანდიდატია
ახმეტაში საპარლამეტო მანდატისთვის "თავისუფალი დემოკრატებიდან" ოთარ კვირიკაშვილი იბრძოლებს. მისი კანდიდატურა პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "თავისუფალი დემოკრატების'' ყრილობაზე წარადგინა.
როგორც მან speqtri.ge-ს განუცხადა, მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს.

-"ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, უპირველესად ვიზრუნებ იმაზე, რომ ახმეტამ როგორც ქალაქმა შეიძინოს ფუნქცია, როგორც სატრანზიტო, ისე ტურისტული კუთხით. უმნიშვნელოვანესია არაფორმალური განათლების კერების არსებობა და თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრობლემები მრავალგვარია და ჩვენი რაიონიც დივერსიფიცირებულ მიდგომებს საჭიროებს. ასე რომ ვიწყებ ბრძოლას გამარჯვებისთვის."

ოთარ კვირიკაშვილმა თბილისის იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტი დაამთავრა. სხავდასხვა პერიოდში იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივის კოორდინატორი, ბიუროს წევრი, ახალგაზრდულის თავმჯდომარე, საარჩევნო ტრენერი და „ახალგაზრდა რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე ახმეტაში. ის ,,ქართული მედია ჯგუფისა“ და "კახეთის სამოქალაქო ლიგის“ დამფუძნებელი, ასევე ნიმდის თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულია.




| Print |
FaceBook Twitter Google