პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილმა კისისხეველებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის მცხოვრებლებს შეხვდა და პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

სოციალური პრობლემები, უმუშევრობა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა- ეს ის მთავარი გზავნილებია, რაზეც ადგილობროვებმა შალვა ნათელაშვილს ესაუბრნენ. 

„ერთი კაცი ვერ ვნახე არსებული რეჟიმის მომხრე, ხმის მიმცემი ან დამცველი მაინც. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნო და კარგი ნიშანია, რომ შემოდგომაზე ქართველი ხალხი მჩაგვრელ რეჟიმს მოიცილებს და გასწევს გზას ახალი სიმაღლეებისკენ", - აღნიშნა პარტიის ლიდერმა.


| Print |
FaceBook Twitter Google