პოლიტიკა
32% ხმას "ქართულ ოცნებას“, 26% კი - "ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა - NDI
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის"(NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, ხოლო 26% - "ნაციონალურ მოძრაობას“.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7% - "პატრიოტთა ალიანსს" მისცემდა ხმას, 6%-მა არ იცის, 6%-ხმას მისცემდა მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის, 2% - არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას.

ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს,  მონაწილეობას გამოკითხულთა 67 %-მა მიიღებდა, 33 % კი სავარაუდოდ არჩევნებზე წასვლას არ აპირებს

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტურმა“ კვლევის საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით, 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა,  4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კვლევა / NDI /