პოლიტიკა
NDI-ს კვლევის შედეგებს გურჯაანში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აფასებენ
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის"(NDI) კვლევის თანახმად, იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას გამოკითხულთა 32% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, ხოლო 26% - "ნაციონალურ მოძრაობას“, 7% კი - "პატრიოტთა ალიანსს".
Speqtri.ge-სთან კვლევის შედეგები გურჯაანში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა შეაფასეს.

ზარდიაშვილი- ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე- NDI სერიოზული ორგანიზაციაა და დიდ პატივს ვცემ, მის თანამშრომლებსაც ვიცნობ. მიuხედავად ამისა, როდესაც კვლევებს აწარმოებენ, სხვა პარტიებთან მიმართებით შედეგები ემთხვევა, მაგრამ „ქართული ოცნებაზე“ დიდი ცდომილებაა. მეც გაოცებული ვარ. არადა, 2012 წლის არჩევნებიდან მოყოლებული , საპრეზიდენტო თუ თვითმმართველობის არჩევნებზეც ჩვენმა პარტიამ დიდი შედეგით გაიმარჯვა. 32%-ზე გაცილებით მეტი მხარდამჭერი გვყვავს, ამას არჩევნების შედეგებიც აჩვენებს.

თემურ ბუწაშვილი- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- კვლევების უნდობლობის საფუძველი არ მაქვს. ვთვლი, რომ ეს შედეგი აჩევებს ნიჰილიზმს,რომელიც საზოგადოებაშია. ფაქტია, რომ 4 წლის თავზე ხელისუფლების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია, რაც დიდწილად შეუსრულებელმა დაპირებებმა და არაფორმალურმა მართველობამ გამოიწვია. 26 პროცენტი ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი პარტიაა,რომელსაც შეუძლია ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლა. ვთვლი, რომ საბოლოო შედეგები მოგვცემს საშუალებას ქვეყანა განვითარების გზაზე დავაბრუნოთ.

სოსო ბერიკაშვილი- „პატრიოტთა ალიანსის“ გურჯაანის ოფისის ხელმძღვანელი-
რა თქმა უნდა, 7% ჩვენთვის მისაღები არ არის. ვიბრძვით, რომ ღირსეული მეორე ადგილი დავიკავოთ. გვაქვს მოსახლეობის საკმაო მხარდაჭერა. ამას მოწმობს ჩვენი შიდაპარტიული კვლევებიც. არ ვენდეობი არც NDI-ის კვლევას, არც  IRI-სას, „ქართული ოცნებისას“ და „ნაციონალური მოძრაობისას.“ . „ნაციონალებმა“ ჩაატარეს კვლევა ერთი თვის წინ, სადაც პირველ ადგილზე გაიყვანეს „ქართული ოცნება“. უბედურება ისაა, რომ „ოცნების“ კვლევაში, იგივე შედეგი დაიდო.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კვლევა / NDI /