პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი ყვარლის მოსახლეობას შეხვდა
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილი ყვარელში შეხვედრა გამართა. მან ადგილობრივებს წინასაარჩევნო  პროგრამა გააცნო.
ნათელაშვილის თქმით, მათთვის პრიორიტეტი სოციალური პრობლემებისა და მოსახლეობის მიერ ბანკების წინაშე აღებული ვალდებულებების პრობლემის მოგვარებაა.

პარტიის იდერმა ადგილობრივებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიცემული და შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა და მოუწოდა, რომ 8 ოქტომბერს სწორი არჩევანი გააკეთონ.

„დიდი ილია ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მის მიერ საუკუნე-ნახევრის წინ გამოსყიდული ქართული მიწები, მამულები, ჭალები და ეროვნული სიმდიდრე, ისევ იქნებოდა მითვისებული მტაცებელი, ბანკირი ივანიშვილის მიერ და ამ პიროვნებას თავი ჰქონია ილიას გზით მოსიარულე“, -განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google