პოლიტიკა
პარტია "სოციალისტური საქართველო" თელავში რაიონულ ოგანიზაციას დააფუძნებს
4 აგვისტოს, 12:00 საათზე, ქალაქ თელავში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში,  პარტია ,,სოციალისტური საქართველოს" ყრილობა გაიმართება.
,,4 აგვისტოს, გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის დღეს სიმბოლურად გაიმართება სახალხო მოძრაობა "სოციალისტური საქართველოს" კახეთის ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა. ღონისძიებაზე მოწვეულია რუსეთის დუმის დეპუტატი", – აღნიშნეს შეხვედრის ორგანიზატორებმა.

ცნობისთვის, პარტიამ რამდენიმე ქალაქში უკვე დააარსა რაიონული ორგანიზაცია,  მათ შორის გორსა და ბათუმში.



| Print |
FaceBook Twitter Google