პოლიტიკა
"ქართული ოცნება" ხვალ კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 5 აგვისტოს კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.
კანდიდატებს საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თელავში წარუდგენს.
შეხვედრა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, 20:00 საათზე დაიწყება.

"ქართულმა ოცნებამ" კანდიდატები უკვე დაასახელა იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.
| Print |
FaceBook Twitter Google