პოლიტიკა
კახეთის გუბერნატორი სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარ დეპუტატად?
შესაძლოა, დღეს კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინოს.

„დღეს, საღამოს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თელავში კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს, მანამდე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ,“-განუცხადა speqtri.ge-ს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა.

კახეთის საარჩევნო ოლქებში კანდიდატების ვინაობის შესახებ, წინასწარ არც პარტიის პრესსამსახურში საუბრობენ.


| Print |
FaceBook Twitter Google