პოლიტიკა
გამგებლის ყოფილი მოადგილე გურჯაანის დეპუტატობის კანდიდატია
ჩვენი ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე ელგუჯა გიორგაძე გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს.
ინფორმაცია speqtri.ge-ს ელგუჯა გიორგაძემ დაუდასტურა.

-"კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყრი, ცესკოში დღეს უნდა დავრეგისტრირდე. რამდენმა პარტიამაც არ უნდა წარადგინოს კანდიდატი, მე მოვიგებ არჩევნებს და გავხდები გურჯაანის დეპუტატი."

ცნობისთვის ელგუჯა გიორგაძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ თანამდებობიდან მიმდინარე წლის მაისში გაათავისუფლა. აღნიშნულ პოზიციაზე ის 2013 წლიდან მუშაობდა.


| Print |
FaceBook Twitter Google