პოლიტიკა
დედოფლისწყაროს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს მინები ჩაუმსხვრიეს
გვიან ღამით, დედოფლისწყაროში, "ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ბეჟაშვილის საარჩევნო ბანერი დააზიანეს და ოფისის მინები ჩაამსხვრიეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან ბაღაშვილი მომხდარს ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ბიძას- ზურაბ გონაშვილს, მეტსახელად „კაკაშას“ უკავშირებს.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონულმა სამმართველომ დაიწყო. როგორც speqtri.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს,  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დედოფლისწყაროს ოფისზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის. გასული წლის დეკემბერში პარტიის ოფისი დაცხრილეს.

| Print |
FaceBook Twitter Google