პოლიტიკა
გელა გელაშვილი თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდა
"ეროვნული ფორუმის" თელავი-ყვარლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა გელაშვილი თელავის დემოკრატიის სკოლაში (NIMD) ამავე სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდა.
შეხვედრაზე კანდიდატმა დამსწრე საზოგადოებას თავისი ხედვები და პოლიტიკური გეგმები გააცნო. საუბარი და დისკუსია ეხებოდა საზოგადოებრივი და სოციალურ, საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებს.

გელაშვილის განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფოში სწორედ განათლებას უნდა მიექცეს.

-"თუ რამე უნდა შევცვალოთ და სწორი ინვესტიცია ჩავდოთ, ეს მხოლოდ განათლებაა. ჩემი განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ქვეყანაში არსებულ განათლების რეფორმას მოხმარდება."



| Print |
FaceBook Twitter Google