პოლიტიკა
რატომ შესწირა "ოცნების" გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატმა "ნაციონალებს" 7 000 ლარი
speqtri.ge დაინტერესდა, კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს რა თანხა აქვთ გადარიცხული, როდის და რომელი პოლიტიკური პარტიებისთვის.
ამჯერად "ქართული ოცნების" კანდიდატების პოლიტიკურ შემოწირულობებს გაგაცნობთ.

როგორც აღმოჩნდა, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა 2012 წლის 11 სექტემბერს 7000 ლარი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შესწირა.

- "მე მათი მხარდამჭერი არ ვყოფილვარ, ჩემი ნათესავებისა და მეგობრების კეთილდღეობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა მატერიალური სიკეთე"- აღნიშნა ჩვენთან საუბარში დავით სონღულაშვილმა და ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი განმარტება აღარ გააკეთა.


რაც შეეხება თელავი-ყვარლის გაერთიანებული ოლქის კანდიდატს, ირაკლი სესიაშვილს, მან 2012 წლის 15 მარტს 22 890 ლარი გადაურიცხა "ქართულ ოცნებას", ხოლო ახმეტის მაჟორიტარობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა "კონსერვატიულ პარტიას" 2012 წლის რვა თებერვალს 5000 ლარი შესწირა.

2012 წლიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით თანხა არცერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ გადაურიცხავთ შემდეგ კანდიდატებს:  რომან უჩიაშვილს, საგარეჯო , ირაკლი შიოლაშვილს, დედოფლისწყარო-სიღნაღი,  გურამ მახარაშვილს, ლაგოდეხი.
| Print |
FaceBook Twitter Google