პოლიტიკა
როგორ აფასებენ პოლიტიკოსები გურჯაანში პაატა ბურჭულაძის კოალიციას
”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩი”, ”ახალი მემარჯვენეები” და ”ახალი საქართველო” ერთ საარჩევნო პლატფორმად ჩამოყალიბდა. პარტიების ეს გადაწყვეტილება speqtri.ge-მ გურჯაანში პოლიტიკოსებს შეაფასებინა.
”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი ხაზიურის თქმით, პარტიებს საერთო იდეები ჰქონდათ და აღნიშნული გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მიიღეს.

„თავის დროზე, ამ ადამიანებმა გადადგეს პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნენ. ისინი საკმაოდ ჩამოყალიბებულები არიან. გუნდში ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპერტები ჰყავთ. ვაშაძემ კარგი მუშაობა გასწია ახალგზრდებთან. შეიძლება, ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო, მაგრამ არ მონაწილეობდე დანაშაულებრივ საქმეში. ჩვენთან მოვიდნენ იმიტომ, რომ მზარდი რეიტინგი და სერიოზული პროგრამა გვაქვს. საერთო იდეები გვქონდა და ამიტომ მიიღო პაატა ბურჭულაძემ გადაწყვეტილება. თუმცა ეს არ იყო ერთპიროვნული. კანდიდატების წარდგენას რაც შეეხება, კონსენსუსი შედგება, რადგანაც ჩვენ შედეგზე ორიენტირებულები ვართ.“

„თავისუფალი დემოკრატების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სიმონ ქოჩორიშვილი მიიჩნევს, რომ ამ გაერთიანებით ნათელი გახდა, თითოეული პარტიის პოლიტიკური მიზანი.

„მათ მოახდინეს ლუსტრაცია, როგორც თავის დროზე „ქრისტიან დემოკრატებმა.“ ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები. არჩევნებამდე ყველას პოლიტიკური მისწრაფებები ნათელი გახდება და ამას ხალხი თავადვე დაინახავს. ბურჭულაძის პარტია თითქოსდა მაღალი ნდობით დაარსდა, მაგრამ მისი რეიტინგი უკვე კატასტროფულად დაეცა. ეს კი პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯების შედეგია. მიმაჩნია, რომ ჩვენი კონკურენტები არიან დღევანდელი და წინა ხელისუფლება.“

აღნიშნულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას აფასებენ „ქართულ ოცნებაშიც“.

„გაერთიანება მათი პრეროგატივაა, როგორც საჭიროდ ჩათვლიან, ისე უნდა მოიქცნენ. თუ საერთო პოლიტიკური ხედვა აქვთ, ცხადია, შესაძლებელია ერთ ბლოკად ჩამოყალიბების მიზეზი ეს იყოს. სამწუხაროდ, ამ საკითხთან დაკავშირებით, მეტს ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება მათ რეიტინგს, არა მგონია დღეის მდგომარეობით „ქართულ ოცნებას“ კონკურენტი ჰყავდეს,“- აღნიშნა „ქართული ოცნების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის- გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, ბურჭულაძის პარტიას ამ ნაბიჯით რეიტინგი არ მომატებია.

„ყველას კარგად მოგეხენებათ ბიძინა ივანიშვილის სტილი პოლიტიკურ ოპონენტებთან დამოკიდებულებაში. მან ყოველგვარი ფინანსური შესაძლებლობები გადაუკეტა პაატა ბურჭულაძეს. ამიტომ, ის იძულებული გახდა, იმ პარტიებთან წასულიყო, რომლთა შორის ჩვენი ყოფილი თანაგუნდელებიც არიან და დღეისათვის ბიძინა ივანიშვილის სატელიტებს წარმოადგენენ. მიუხედავად ამ მეთოდებისა, ჩვენ რვა ოქტომბერს დავამთავრებთ ამ ხელისუფლებას. ამ ნაბიჯით პაატა ბურჭულაძის პარტიას რეიტინგი კი არ მოემატა, პირიქით, დააკლდა, რადგან ის ივანიშვილის სატელიტებთან გაერთიანდა.“

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი მიიჩნევს, რომ ერთ ბლოკად ჩამოყალიბების გადაწყვეტილებით, პაატა ბურჭულაძემ არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა.

„პაატა ბურჭულაძესთან გაერთიანდა „ნაციონალური მოძრაობის“ ის ნაწილი, რომელსაც რეაბილიტაციისთვის ახალი პოლიტიკური სივრცე სჭირდება. თუმცა, ვერ გეტყვით, რამდენად გამოუვათ. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მიხეილ სააკაშვილთან მისი კავშირების შესახებ ბევრი მითქმა-მოთქმა იყო. მაინც არ მეგონა, რომ ის ამ ნაბიჯს გადადგამდა. ამით ის უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იძენს. თუ მანამდე ქართულ პოლიტიკაში გამორჩეულ ფიგურად აღიქმებოდა, ის ახლა არასახარბიელო კონტექსტშია. მე ვერ გეტყვით, რომ ამ ნაბიჯით ბურჭულაძის პარტიის რეიტინგი განსაკუთრებულად გაიზრდება. მოსალოდნელია ის, რომ ძველი მომხრეების მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს. ეს ჩანს კიდეც, პარტიიდან ყოველდღიურად ვიღაცები გადიან, ისინი, ვისთვისაც ეს ნაბიჯი მიუღებელია. ბურჭულაძეს გავუგებდი, საქმე რომ დაეჭირა „რესპუბლიკელებთან“, ან „თავისუფალ დემოკრატებთან“. ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა და შესაძლოა, უფრო საინტერესო ძალა მიგვეღო. „ნაციონალებიდან“ გამოსულ პარტიებთან კავშირი, არა მგონია, მისთვის მომგებიანი აღმოჩნდეს.“

პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში ჩართვის შესახებ 2016 წლის მაისში ჯერ წერილი გაავრცელა, შემდეგ კი ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მის მიერ დაფუძნებული პარტია საპარლამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. პაატა ბურჭულაძე, რომელიც მანამდე საქველმოქმედო ფონდების დამფუძნებელი იყო, ბოლო დრომდე უარყოფდა, რომ პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას გეგმავდა. მან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ოფიციალურად 12 მაისს გამოთქვა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 25 °C
img
საგარეჯო 16 / 25 °C
img
დ.წყარო 13 / 24 °C
img
სიღნაღი 15 / 26 °C
img
ლაგოდეხი 14 / 23 °C
img
ყვარელი 16 / 25 °C
img
თელავი 16 / 26 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.