არჩევნები 2016
43-ე უბანზე ამომრჩევლის დასახმარებლად პიროვნება რამდენჯერმე შემოიყვანეს
N23 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის თულარის #43 უბანზე მარიამ ჭუმბურიძემ 4 საჩივარი დაწერა. ერთ-ერთ საჩივარში აღნიშნულია, რომ პიროვნება, რომელიც ერთხელ უკვე დაეხმარა უსინათლო ამომრჩეველს რამდენჯერმე შემოიყვანეს დასახმარებლად. ასევე დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ამომრჩეველმა კაბინაში შეიტანა კონვერტი. უბანზე ერთდროულად იმყოფებოდა 6 ამომრჩეველი, რაც მარიამ ჭუმბურიძის აზრით, არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარებას ხელს უშლიდა.

გარდა ამისა, სადემონსტრაციო ოქმის გრაფაში "მიიღო საარჩევნო ბიულეტენი"- 8-იანის ნაცვლად ასახულია ციფრი 0, რაც მანიპულაციის საშუალებას იძლევა. მარიამ ჭუმბურიძის თქმით, მარტივია, რომ 0 სხვა ციფრად გადააკეთონ.


| Print |
FaceBook Twitter Google