არჩევნები 2016
N48 უბანზე დამკვირვებლის უფლებები შეზღუდეს
N23 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #48 თულარის უბანზე ამ დროისთვის 12 საჩივარია დაწერილი. მათგან 7 ეხება იმ ფაქტს, რომ საარჩევნო კაბინაში ციფრი 41 წერია.  საჩივარი დაიწერა ასევე უბნის გარეთ მიმდინარე აგიტაციასთან დაკავშირებით, კერძოდ, საჩივარში აღნიშნულია, რომ საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდნენ, თუმცა რომელი სუბიექტის მხარდასაჭერი ინფომაცია ვრცელდებოდა, მისთვის უცნობია.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელმა ნინო თარხნიშვილმა დაწერა საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის თავმჯდომარე კაშამ ნასიბოვი უკრძალავდა გადაღებას, ასევე დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს ბეიჯები შებრუნებით ჰქონდათ დამაგრებული და არ აძლევდნენ წაკითხვის საშუალებას, თუ რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდნენ.
როგორც ნინო თარხნიშვილმა განმარტა, კომისიის თავმჯდომარემ მისი უფლებები შეზღუდა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2016 /