არჩევნები 2016
ხმის მიცემა ვადაგასული პირადობით
N23 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის დუზაგრამის #39 უბანზე 4 საჩივარი დაიწერა. ხმის მიცემა მიმდინარეობდა პირადობის მოწმობით, რომელსაც ვადა 2005 წელს ჰქონდა გასული.

ასევე პირველ და მე-2 რეგისტრატორთან იყო რიგი, რაც განმცხადებლის თქმით, საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევაა.
ამავე უბანზე, ოქმში არ იყო შეტანილი აუცილებელი მონაცემები. როგორც საჩივარშია განმარტებული, ოქმში დატოვილია ცარიელი უჯრები, რაც გაყალბების ერთ-ერთი საფუძველია.

უბანზე ასევე დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ხმის მიცემის კაბინაში ერთდოულად ორი ამომრჩეველი აფიქსირებდა თავის არჩევანს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2016 /