არჩევნები 2016
დამკვირვებელს კენჭისყრის შენობა დაატოვებინეს
N23 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #39 დუზაგრამის უბნის კომისიის წევრებმა, წარმომადგენლებმა და დამკვირვებლებმა მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის კაზამფარ მამედოვის წარმომადგენელს, მუბარიზ მამედოვს კენჭისყრის შენობა დაატოვებინეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფუძველი ის გახდა, რომ მუბარიზ მამედოვი კენჭისყრის კაბინასთან ხუთი წუთის განმავლობაში იდგა, შემდეგ უცბად დაიძახა, რომ კაბინაში 41-ა შემოხაზულიო და დაიწყო ყვირილი.
როგორც კომისიის თავმჯდომარე კიას აბუზაროვი განცხადებაში განმარტავს, მუბარიზ მამედოვის შემოსვლამდე კაბინაში ეს ციფრი არ ეწერა.
| Print |
FaceBook Twitter Google