არჩევნები 2016
ჟურნალისტის საჩივარი N38 უბანზე
ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტმა, ალეკო გეთიაშვილმა N23 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის დუზაგრამის #38 უბანზე საჩივრი დაწერა. ის ამბობს, რომ ცესკო-ს მიერ აკრედიტებული ჟურნალისტის უფლება დაირღვა, რადგან კომისიის თავმჯდომარემ არ მისცა უფლება კენჭისყრის ოთახში შესულიყო და დაკვირვება განეხორციელებინა.

კომისიის თავმჯდომარე, იმადადინ ნიაზოვი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ჟურნალისტი უბანზე იმყოფებოდა და პროცესებს პრობლემების გარეშე აკვირდებოდა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2016 /