არჩევნები 2016
ამომრჩეველთა აქტივობა კახეთში
#24 გურჯაანის საარჩევნო ოლქში სულ 53 427 ამომრჩეველია, საკუთარი არჩევანი 30 865 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა 57,55%-ს შეადგენს.
საგარეჯოს საარჩევნო ოლქში 46 080 ამომრჩევლიდან ხმა 21 535-მა მისცა, რაც 46.07%-ია. დედოფლისწყაროში 22 346 ამომრჩევლიდან არჩევანი 12 167- მა გააკეთა. ლაგოდხეში 38 273 ამომრჩევლიდან ხმა მისცა-21 157-მა. სიღნაღის საარჩევნო ოლქში 30 431 ამომრჩეველია საარჩევნო უბნებზე დღეს 17 408 ამომრჩეველი მივიდა. ახმეტაში ამომრჩეველთა აქტივობამ 51, 44% შეადგინა.

ყვარლის საარჩევნო ოლქში სულ 16 991 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხმა 58.85%-მა მისცა.
N27 თელავი-ყვარლის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლეთა რაოდენობა 51 943 შეადგენს. საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 55%-მა დააფიქსირა.

საოლქო საარჩევნო კომისიებში რამდინიმე საჩივარი შევიდა, მათგან ზოგი პროცედურული და ზოგიც ტექნიკური ხასიათისაა.
თელავის ოლქში ამ დროისთვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ სულ 6 საჩივარია რეგისტრირებული.

-"მოგვმართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჩივრებით, რომლებიც უკვე ატვირთულია ცესკო-ს საჩივრების პლატფორმაზე. საჩივრები ეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დანიშნული კომისიის წევრების უარს, კენჭისყრაში მონაწილეობაზე.“ -განუცხადა speqtri.ge-ს კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძემ.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2016 /