არჩევნები 2016
გურჯაანში "ქართული ოცნება" გამარჯვებას ზეიმობს [Photo]
TNS opinion-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, ამომრჩეველთა 53.8% „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, 19.5% კი „ნაციონალურ მოძრაობას“. ამავე ეგზიტპოლით, ბარიერის გადალახვას ახერხებს „პატრიოტთა ალიანსი“ 5%–ით.

GFK-ის ეგზიტპოლის თანახმად „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა - 39,9 % უჭერს მხარს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ – 32,74%. ასევე  5%-იან ბარიერს  გადალახავს „პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც 5,76% აქვს.

გურჯაანში "ქართული ოცნების" აქტივისტები გამარჯვებას უკვე ზეიმობენ, ქალაქში მანქანების კოლონა გადაადგილდება.




| Print |
FaceBook Twitter Google