არჩევნები 2016
საგარეჯოს #37 უბანზე საარჩევნო ყუთში ორი ზედმეტი ბიულეტენი აღმოჩნდა
საგარეჯოს #11 საოლქო საარჩევნო კომისიაში ათი საჩივარია შესული. მათგან 3 პროცედურული საკითხების დარღვევას ეხება, 2 ხმის მიცემის  პროცედურისას,  4 გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემას, 1 კი საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა მიყვანასა და მონიტორინგს.
აღნიშნული საჩივრები სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა შეიტანეს. გთავაზობთ მათ შინაარსს:

1.საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში დროულად არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო ჟურნალი და ახსნა- განმარტება;

2. #37 საარჩევნო ყუთში ორი ზედმეტი ბიულეტენი აღმოჩდა.

3. ორმა ამომრჩეველმა, რომლებიც შეყვანილნი იყვნენ გადასატანი ყუთის სიაში, ხმა მისცეს #45 საარჩევნო უბანზე.

4.რეგისტრატორმა ამომრჩეველთა ხელმოწერა დააფიქსირა შეუსაბამო გრაფაში.

5.ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეტანილმა ამომრჩეველმა ხმა მისცა #45 საარჩევნო უბანზე.

6.ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლები არ იმყოფებოდნენ ავად. დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა.

7. ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლები არ იყვნენ ავად.

8. ავტომობილებით ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე მიყვანის და კონკრეტული საარჩევნო სუბიექტისთვის ხმის მიცემის დავალების შესახებ.

9. ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლები არ იყვნენ ავად, ერთი ამომრჩეველი არ იმყოფებოდა სახლში, ერთი კი იმყოფებოდა დაკრძალვაზე. რამდენიმე ამომრჩეველს კი შეეძლო თავისუფლად გადაადგილება.

10. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის გამოსავლენად გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე.



| Print |
FaceBook Twitter Google