პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" გიორგი ღვინიაშვილმაც დატოვა
ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა ”ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს.  განცხადება რამდენიმე წუთის წინ, ”ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გააკეთეს.
„დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ხდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა. თქვენ ხედავთ ადამიანებს, ვინც წლების მანძილზე წარმოადგენდა პარტიას, რომლებმაც იბრძოლეს წლების განმავლობაში და რომელთა დამსახურებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არსებობს როგორც პარტია. ეს ხალხი არის სახე და ხერხემალი პარტიის და არასწორია შეფასებები, რომლებიც ისმის ბოლო დღეების განმავლობაში. ჩემთვის ემოციურად ძნელია ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო უთანხმოებები, დღეიდან ის არის წარსული. ჩვენ ვიხედებით წინ. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ დღეიდან ეს ძალა იწყებს პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს. დიახ, ამ გუნდს ამის ამბიცია გააჩნია."-განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

პარტია დატოვეს 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21 დეპუტატმა ( მათ შორის გიორგი ღვინიაშვილმა), ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google