პოლიტიკა
გურჯაანში ენმ-ს ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს ოთხი წევრი აირჩიეს
დღეს მუსიკალური სკოლის დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართა, რომელსაც 132 დელეგატი ესწრებოდა.

კონფერენციაზე პოლიტიკური საბჭოს ოთხი წევრი: საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გარი ბუხნიკაშვილი, ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შაქრო ტერტერაშვილი, ყვარლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად დუშმანაშვილი და ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გურამ კაკალაშვილი აიჩიეს.

კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი ბოტკოველის განმარტებით, დღევანდელი არჩეული კანდიდატები მიიღებენ უფლებამოსილებას და საქმიანობას გააგრძელებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში.
„ ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაუბრუნდეს იმას, რა საფუძველზეც იყო შექმნილი. ეს უნდა იყოს ღია და ხალხის პარტია. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ კონფერენციები, რომლებიც რეგიონებში ტარდება, იქნება საწყისი, რომ ნაციონალური მოძრაობა კიდევ უფრო მეტი ენერგიით, მეტი ჩართულობით იბრძოლებს ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად. ჩვენ ვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის და დარწმუნებული ვარ, ეს ბრძოლა იქნება წარმატებული.“

საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გარი ბუხნიკაშვილის თქმით, დღევანდელი დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
„პარტიის 20 იანვრის ყრილობამ განსაზღვრა, რომ პარტიის მართვაში რეგიონებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა. უნდა ვაღიარო, რომ განვლილი 4 წლის მანძილზე, ჩვენი ერთ- ერთი სუსტი მხარე იყო ის, რომ რეგიონები ნაკლებად იყვნენ ჩართული პარტიის მუშაობაში.“

როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, ამის შემდგომ ჩატარდება რაიონული კონფერენციები, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეებს აირჩევენ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მას შემდეგ, რაც პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს
მხარი არ დაუჭირა, რუსეთის სათათბიროში
განაცხადეს, რომ საკუთარი რეკომენდაციების უკან გაწვევას არ
აპირებენ.

მას შემდეგ, რაც პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს მხარი არ დაუჭირა, რუსეთის სათათბიროში განაცხადეს, რომ საკუთარი რეკომენდაციების უკან გაწვევას არ აპირებენ.

18:12 / 09.07.2019
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ
საქართველოსთვის სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერს.

17:56 / 09.07.2019
"ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება 2020 წლისთვის არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს ნულოვანი საარჩევნო ბარიერით. გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა.
12:21 / 24.06.2019
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტის წევრის
მანდატს ტოვებს.  მან ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს
სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს.  მან ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
18:12 / 21.06.2019
რუსთაველის გამზირზე განვითერებული მოვლენების შემდეგ საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა.
გადაწყვეტილება ამის შესახებ
რუსთაველის გამზირზე განვითერებული მოვლენების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა. გადაწყვეტილება ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
17:39 / 21.06.2019
სხვა ამბები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს  აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა.
13:15 / 23-08-2019
იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე სწავლასაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს, უკვე ცნობილია.
18:50 / 22-08-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში ახალი სარაგბო ბაზა აშენდება. ამ დროისთვის უკვე შექმნილია მოდელი, შედგება პროექტი, დაფინანსების მოძიების შემდეგ კი მშენებლობა დაიწყება.
11:57 / 20-08-2019
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო.
11:02 / 07-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს კიდევ ხუთი საგნის: მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის და ბიოლოგიის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
14:55 / 05-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს უკვე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.
11:39 / 01-08-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.