პოლიტიკა
გურჯაანში ენმ-ს ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს ოთხი წევრი აირჩიეს
დღეს მუსიკალური სკოლის დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართა, რომელსაც 132 დელეგატი ესწრებოდა.

კონფერენციაზე პოლიტიკური საბჭოს ოთხი წევრი: საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გარი ბუხნიკაშვილი, ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შაქრო ტერტერაშვილი, ყვარლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად დუშმანაშვილი და ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გურამ კაკალაშვილი აიჩიეს.

კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი ბოტკოველის განმარტებით, დღევანდელი არჩეული კანდიდატები მიიღებენ უფლებამოსილებას და საქმიანობას გააგრძელებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში.
„ ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაუბრუნდეს იმას, რა საფუძველზეც იყო შექმნილი. ეს უნდა იყოს ღია და ხალხის პარტია. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ კონფერენციები, რომლებიც რეგიონებში ტარდება, იქნება საწყისი, რომ ნაციონალური მოძრაობა კიდევ უფრო მეტი ენერგიით, მეტი ჩართულობით იბრძოლებს ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად. ჩვენ ვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის და დარწმუნებული ვარ, ეს ბრძოლა იქნება წარმატებული.“

საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გარი ბუხნიკაშვილის თქმით, დღევანდელი დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
„პარტიის 20 იანვრის ყრილობამ განსაზღვრა, რომ პარტიის მართვაში რეგიონებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა. უნდა ვაღიარო, რომ განვლილი 4 წლის მანძილზე, ჩვენი ერთ- ერთი სუსტი მხარე იყო ის, რომ რეგიონები ნაკლებად იყვნენ ჩართული პარტიის მუშაობაში.“

როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, ამის შემდგომ ჩატარდება რაიონული კონფერენციები, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეებს აირჩევენ.

| Print |
FaceBook Twitter Google