პოლიტიკა
"ვეღარ გააყალბებ“- "ნაციონალური მოძრაობის" ახალი კამპანია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ კამპანიას "ვეღარ გააყალბებ“ იწყებს.  პარტიის ინფორმაციით, გაყალბების საწინააღმდეგო შტაბის მიზანი წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევებისა და ძალადობის ფაქტების შესწავლაა.
შტაბს ლევან ბეჟაშვილი და ზაზა ბიბილაშვილი უხელმძღვანელებენ.

-"ამ შტაბის მიზანია, მოახდინოს ყოველგვარი პრევენცია და გავითვალისწინოთ ის მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საპარლამენტო არჩევნებზე. ივანიშვილის რეჟიმმა სხვადასხვა ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, უკონტროლო შავი ფულით, ამომრჩევლის დაშინებითა და მოსყიდვით, საარჩევნო პროცესებში სუს-ის ჩართულობოთ მოიპოვეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ ვქმნით გაყალბების საწინააღმდეგო შტაბს."- განაცხადა პრესკონფერენციაზე ნიკა მელიამ.
| Print |
FaceBook Twitter Google