არჩევნები 2017
46-ე უბანზე ევროპული საქართველოს წარმომადგენელი პარტიის მითითებას აკრიტიკებს
№12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის 46 უბანი 7 საათზე გაიხსნა. კომისიის თავმჯდომარე მანანა გოგაშვილმა წილისყრის პროცედურები ჩაატარა და ფუნქციები გადაანაწილა, თუმცა გადასატანი ყუთის ზედამხედველად წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა. როგორც მან speqtri.ge-ს განუცხადა, მას ასე მოქცევა აიძულეს.

"ვნანობ, რომ დავთანხმდი მათი წარმომადგენელი ვყოფილიყავი, ფაქტობრივად, მათ ფუნქცია შემიზღუდეს. არც ერთ არჩევნებზე ასეთი პასიური არ ვყოფილვარ. არ ვიცი, დღეს აქ რა უნდა ვაკეთო? ჩვენი კანდიდატის ცოლიც და დედაც აქ არის დამკვირვებლად და წარმოდგენა არ მაქვს, ერთ საათში ისეთი რა უნდა მომხდარიყო,  მათ რომ ვერ შეემჩნიათ,"- გვითხრა მარინე ნათიძემ.

აღნიშნულ მაჟორიტარულ ოლქში ევროპული საქართველოდან კენჭს ვასილ უტიაშვილი იყრის.

ცნობისათვის, თუ კომისიის წევრი უარს იტყვის გადასატნი ყუთის წილისყრაში, ის ვერც სხვა ფუნქციების გადანაწილებაში მიიღებს მონაწილეობას.

გასულ წელს გადასატანი ყუთის წილისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ, თუმცა სხვა ფუნქციებში ჩართვა მოითხოვა, უარის გამო კი, ამავე უბანზე საჩივარი დაწერა.
| Print |
FaceBook Twitter Google