არჩევნები 2017
№46 უბანზე პირველი ამომრჩეველი 8 საათზე მოვიდა
№12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის 46-ე უბანი ამომრჩევლებისთვის 8 საათზე გაიხსნა და პირველი ამომრჩეველიც ამ დროს მოვიდა.  
თავისი არჩევანი მაია ლიუმ დააფიქსირა.
კომისიის მდივანმა ჩანაწერთა წიგნში შეიტანა შესაბამისი მონაცემები. შეავსეს საკონტროლო ფურცელი, რომლის ერთი პირი თავმჯდომარე მანანა გოგაშვილმა გადასატან ყუთში მოათავსა, მეორე ძირითად ყუთში და მესამე თავად დაიტოვა.

პირველი ამომრჩევლის მიღებამდე ყუთები წესის დაცვით დაილუქა.

აღნიშნულ უბანზე  ძირითად სიაში 960 ამომრჩეველია, გადასატანი ყუთის სიაში -25, ხოლიო სპეცსიაში-8.


| Print |
FaceBook Twitter Google