არჩევნები 2017
"ქართული ოცნების" აგიტატორები გურჯაანის #47 უბანზე მხარდამჭერებს აღრიცხავენ
speqtri.ge-მ #12 გურჯაანის ოლქის #47 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში "ქართული ოცნების" აგიტატორები დააფიქსირა. როგორც მათ ჩვენთან საუბარში განაცხადეს, ისინი თავიანთ მხარდამჭერებს აღრიცხავენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  #12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მაია ჩუთლაშვილს დავუკავშირდით.

-"რა თქმა უნდა, კენჭისყრის ოთახში ყველა სახის აგიტაცია აკრძალულია, გარეთ თუ ვინმე რაიმე ქმედებას ახორციელებს ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ.-"-განაცხადა მან.


| Print |
FaceBook Twitter Google