არჩევნები 2017
აგიტაცია დუზაგრამის 38-ე საარჩევნო უბანზე
N11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის 38-ე დუზაგრამის უბანზე მისულმა ამომრჩეველმა რჩევა ითხოვა, თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა.  კომისიის წევრმა, თავმჯდომარის მოადგილე, ადილხან მამედოვმა მას კალმით მიუთითა, რომ 41 ნომერი შემოეხაზა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა ნათია გოგოლაძემ ამასთან დაკავშირებით საჩივარი დაწერა, თუმცა, ადილხან მამედოვმა ახსნა-განმარტებაში დარღვევის ფაქტი არ დაადასტურა.

ამავე საკთხზზე საჩივარი დაწერა ევროპული საქართველოს წარმომადგენელმაც. მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ერევა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაში.

N11 საგარეჯოს საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ზურაბ მღებრიშვილი ამბობს, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
„როგორც გავარკვიე, კომისიის წევრი ამომრჩეველს ბიულეტენის შევსების წესს უხსნიდა. საჩივარი კი დაიწერა, მაგრამ კომისიის ცამეტივე წევრი დარღვევის ფაქტს უარყოფს. ეს ახსნა-განმარტებით წერილშიც მითითებულია.“

საარჩევნო კოდექსის თანახმად, კომისიის წევრს ეკრძალება, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციის გაწევა.



| Print |
FaceBook Twitter Google