არჩევნები 2017
#50 ვაჩნაძიანის საარჩევნო უბანზე კომისიის წევრს საპირფარეშო დაუკეტეს
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #50 ვაჩნაძეანის უბანზე, რომელიც განთავსებულია საბავშვო ბაღის შენობაში, კომისიის წევრს ილია კასრელიშვილს არ მისცეს ტუალეტით სარგებლობის შესაძლებლობა, აქვე შეგახსენებთ რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, კომისიის წევრს არ აქვს უფლება დატოვოს შენობა. ამის გამო კომისიის წევრი ითხოვდა დაკეტილი საპირფარეშოს გახსნას, თუმცა პრობლემა მას შემდეგ მოგვარდა, რაც ადგილზე ჟურნალისტები მივიდნენ.



| Print |
FaceBook Twitter Google