არჩევნები 2017
მარკირების მქონე ამომრჩეველი უბანზე მეორედ ცდილობდა შესვლას
N11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის 39-ე უბანზე შესვლას ცდილობდა ამომრჩეველი, რომელსაც მარკირება უკვე ჰქონდა. ჩვენთან საუბარში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ნათია გოგოლაძემ განმარტა, მათ ამის შესახებ საჩივარი არ დაუწერიათ, მაგრამ კომისიის წევრებს მისცა მითითება დარღვევის თაობაზე.

ამის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე, კიას აბუზარობმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამომრჩეველი უბანზე არ შემოეშვათ.

გარდა ამისა, ნათია გოგოლაძის თქმითვე, ნაკადის მომწესრიგებელი პირადობებს საფუძვლიანად არ ამოწმებდა, რაზედაც მან ასევე მიუთითა, რის შემდეგაც დარღვევა გამოსწორდა.
| Print |
FaceBook Twitter Google