არჩევნები 2017
გურჯაანის ოლქში 17 საათის მონაცემებით წინა წელთან შედარებით აქტივობა მაღალია
N12 გურჯაანის ოლქში 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა  39,88 %-ია, რაც ჯამში 21 025 ამომრჩეველია. როგორც ოლქის მდივანმა მადონა ჯავახიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, აქტივობა, გასული წლის საპარლამენტო არჩევნების იგივე დროის მონაცემებთან მიმართებით, უფრო მაღალია. მაშინ 17 საათისთვის აქტივობა 36,7 % იყო.

N12 გურჯაანის ოლქში ამომრჩევლების საერთო რაოდენობა ერთიან სიაში 52 717, მათგან 1268 მოქალაქემ თავისი არჩევანის დაფიქსირება გადასატანი ყუთის საშუალებით მოითხოვა.




| Print |
FaceBook Twitter Google