არჩევნები 2017
ევროპული საქართველოს წარმომადგენელი უბნიდან გააძევეს
კომისიის თავმჯდომარისა და მოადგილის გადაწყვეტილებით, გურჯაანის მეოთხე საარჩევნო უბნიდან "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გააძევეს.

მევლუდ გოგიაშვილის თქმით, სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან პროცედურული სახის დარღვევაზე დაწერილი საჩივრის დაგვიანებით ჩაბარების გამო, თავმჯდომარეს უსაყვედურა.

უბანზე მივიდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც. ერთობლივი გადაწყვეტილებით კი, ოპოზიციონერს ხმის დათვლის პროცესში მონაწილეობა აეკრძალა.

ინციდენტის გამო, მეოთხე უბანზე ხმის დათვლა 1 საათის დაგვიანებით დაიწყო.


| Print |
FaceBook Twitter Google